ახალი ამბები

მოსკოვში ამოიღეს გაზეთის ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზე ნავალნის ფოტო იყო – მედუზა

22 თებერვალი, 2024 •
მოსკოვში ამოიღეს გაზეთის ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზე ნავალნის ფოტო იყო – მედუზა

მოსკოვში,  პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც  ნავალნის ფოტო იყო გამოსახული.

ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა”  ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს.  ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში.

“მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ ნომრის გაყიდვის აკრძალვაზე.

საბესედნიკი” 1984 წლიდან გამოდის და “მედუზას” ცნობით, მის ვებგვერდს რეგულარულად ბლოკავს რუსეთის როსკომნადზორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი