ახალი ამბები

როსნეფტის ხელმძღვანელის შვილი გაურკვეველი მიზეზით, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

20 თებერვალი, 2024 • 917
როსნეფტის ხელმძღვანელის შვილი გაურკვეველი მიზეზით, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, როსნეფტის დირექტორის, იგორ შეჩინის შვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „მედუზა“.

ღია წყაროების თანახმად, ივან სეჩინი გარდაიცვალა ხუთ თებერვალს. საჯაროდ ამის შესახებ მხოლოდ 20 თებერვალს გახდა ცნობილი.

ივან სეჩინის გარდაცვალებაზე წერს ანონიმური ტელეგრამ-არხი „ვჩკ-ოგპუ“ [საბჭოთა საგარეო დაზვერვის სპეცსამსახურის აბრევიტურა], რომლის წყაროს განცხადებითაც, უმცროსი სეჩინი თრომბით დაიღუპა. რუსული პროპაგანდისტული მედიების წყაროები ამბობენ, რომ იმავე მიზეზით დაიღუპა ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. რუსული დამოუკიდებელი მედია კი აღნიშნავს, რომ  თრომბი, რომლის შემდგომი დადასტურება-უარყოფა რთულია, სურვილისამებრ თითქმის ნებისმიერის სიკვდილის მიზეზად შეიძლება დასახელდეს.

ივან სეჩინმა, მაშინ 25 წლისამ, 2014 წელს დაიწყო „როსნეფტში“ მუშაობა მაღალ თანამდებობაზე და პუტინის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთიც დაჯილდოვდა. მამამისი, იგორ სეჩინი, რუსეთის პრეზიდენტს საკმაო ხანია იცნობს და რუსი პოლიტოლოგებისა თუ მედიის მიერ პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი