ახალი ამბები

სამხარაძის თქმით, ზურაბიშვილი ზელენსკის “გამოელაპარაკა” და კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა

19 თებერვალი, 2024 • 592
სამხარაძის თქმით, ზურაბიშვილი ზელენსკის “გამოელაპარაკა” და კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის „გამოელაპარაკა“ და მათ შორის ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა.

სამხარაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ზურაბიშვილისა და ზელენსკის შორის ოფიციალური შეხვედრა შემდგარიყო.

„ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კონფერენციის ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ გამოლაპარაკების კადრები ვნახეთ. თუ შეხვედრა შედგა, მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება, არამხოლოდ კონფერენციაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაესწრო პანელს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდიოდა. პანელის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მიესალმნენ და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა.

ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი