ახალი ამბები

ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

19 თებერვალი, 2024 • 1066
ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის წინ ამბობს, რომ წაახალისებს საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ გზაზე მუშაობა.

„კარგად მუშაობენ. ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების მხრიდან და ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, — აღნიშნა ბორელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. ღონისძიების შემდეგ გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი