ახალი ამბები

ღარიბაშვილი 10 რეგიონში ჩასვლას აანონსებს

15 თებერვალი, 2024 • 781
ღარიბაშვილი 10 რეგიონში ჩასვლას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, მარტიდან 100 დღის განმავლობაში გეგმავს 10 რეგიონში ჩასვლას.

„მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრების მთავარი მიზანი, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მომზადებაა. ღარიბაშვილის თქმით, „ოცნების“ მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რისთვისაც პარტიის აქტივის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

„საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა“ — „ოცნების“ მიზანი 2024 წლის არჩევნებში

მასალების გადაბეჭდვის წესი