ახალი ამბები

იანვარში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაკადი 78%-ით გაიზარდა

13 თებერვალი, 2024 • 721
იანვარში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაკადი 78%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ამ ცნობის მიხედვით, იანვარში ქუთაისის აეროპორტით 151 939-მა მგზავრმა ისარგებლა (2023 წლის იანვარი 85 338 მგზავრი).

მგზავრების ნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა ( 2023 წლის იანვარი – 293 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი