ახალი ამბები

პოლონეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 15 მოქალაქე

10 თებერვალი, 2024 • 1497
პოლონეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 15 მოქალაქე

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ საქართველოში ჩარტერული რეისით 15 მოქალაქე გამოუშვა. უწყების ცნობით,  დეპორტირებულებიდან 3, საზღვრის უკანანო კვეთის გამო, საშიშროებას წარმოადგენდა  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაციის ოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს.

პოლონური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ოპერაცია 2023 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა, როცა საქართველოში ქვეყნის 10 მოქალაქე დააბრუნეს.

მთავარი ფოტო: უკრაინის სასაზღვრო დაცვა

მასალების გადაბეჭდვის წესი