ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი შინაური ცხოველები საქართველოს ტერიტორიაზე ძოვენ და პათოგენები გადმოაქვთ” – ცხინვალი

9 თებერვალი, 2024 • 12352
“ჩვენი შინაური ცხოველები საქართველოს ტერიტორიაზე ძოვენ და პათოგენები გადმოაქვთ” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს სთავაზობს, საზღვრისპირა მცხოვრებ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოები გაააქტიურონ, რაც მიზნად ისახავს “სასაზღვრო კანონმდებლობის” დარღვევის პრევენციას. 

ცხინვალის ინფორმაციით, “სახელმწიფო [დე ფაქტო] საზღვრის დაცვის სფეროში სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით მიღებული ზომების მიუხედავად, სასაზღვრო სამსახური ასახავს ფაქტებს, რომლის შესაბამისად, მოქალაქეები არ ასრულებენ საზღვრის გადაკვეთის წესებს სასაზღვრო ზონაში გადაადგილებისას”. 

“გარდა ამისა, ბოლო დროს გაიზარდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შინაური ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე ძოვების შემთხვევები, რაც ქმნის ცხოველების ბიოლოგიური დაბინძურების და პათოგენების საპირისპირო მიმართულებით გადატანის რისკებს” ,- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. 

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი (კგბ) იძლევა გაფრთხილებას “რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის”.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი