იაპონიის საემიგრაციო სამსახურმა ამერიკელი მოდელი და მსახიობი პერის ჰილტონი ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ქვეყანაში არ შეუსვა.
ჰილტონი იაპონიაში კონფერენციაზე მიემგზავრებოდა. ის აეროპორტში დააკავენს. დაკიტხვა 6 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჰილტონს ვიზის მიცემაზე უარი განუცხადეს.
იაპონიას ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ. ამერიკელი მსახიობი ჰილტონი პირველი არ არის ვისაც ვიზაზე უარი ეთქვა. იმავე მიზეზით იაპონიაში შესვლა ვერც დიეგო მარადონამ, პოლ მაკარტნიმ და ,,rolling stones’’–მა მოახერხეს.