ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

8 თებერვალი, 2024 • 854
ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე, სულ მცირე, მორიგი შვიდი წლით დარჩება. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა, წინასწარი შედეგებით, ალიევს ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი.

„აზერბაიჯანელმა ხალხმა ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარემ, მასაჰირ პაჰანოვმა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 67,7% შეადგინა.

არჩევნები აზერბაიჯანში თავად ალიევმა ვადაზე ადრე დანიშნა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს მორიგი გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, ტაჯიკეთის, სერბეთის, თურქეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა. ილჰამ ალიევი 2003 წლიდანაა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მამამისი, ჰეიდარ ალიევი ჩაანაცვლა. უმცროსი ალიევის მმართველობისას, აზერბაიჯანში იდევნებიან ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი