საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:
- თბილისი-ბათუმი (802),
- თბილისი-ზუგდიდი (870),
- თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
- ბათუმი-თბილისი (803),
- ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
- ფოთი-თბილისი (873),
- ხაშური-ზესტაფონი (6446)
- ზესტაფონი-ხაშური (6417).
რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, რეისზე არსებული მატარებლები ვერც დღეს, 6 თებერვალს გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, საუბარია:
- ზუგდიდი-თბილისის (869),
- ბათუმი-თბილისის (801)
- თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავ შემადგენლობებზე, რომლებიც დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.