საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი, რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, საუბარია:

  • ზუგდიდი-თბილისის (869),
  • ბათუმი-თბილისის (801)
  • თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავ შემადგენლობებზე, რომლებიც დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

განახლება: აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს რკინიგზამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უამინდობის გამო მატარებლის რეისები ხვალ, 7 თებერვალსაც უქმდება.

საუბარია შემდეგ რეისებზე:

  • თბილისი-ბათუმი (802),
  • თბილისი-ზუგდიდი (870),
  • თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
  • ბათუმი-თბილისი (803),
  • ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
  • ფოთი-თბილისი (873),
  • ხაშური-ზესტაფონი (6446)
  • ზესტაფონი-ხაშური (6417).

რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.