ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა აზერბაიჯანის ელჩის თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზას კანდიდატურა მოიწონა. მისი საბოლოო დამტკიცება რამდენიმე დღეში სენატში კენჭისყრის შედეგად მოხდება. ბრაიზა 2005-09 წლებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევრაზიის საკითხებში, მოგვიანებით კი ამერიკას წარმოადგენდა მინსკის ჯგუფში, რომელსაც ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება ევალება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *