ახალი ამბები

ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული EU-ის დროშის დაწვისთვის დაკავებული „ალტ-ინფოს“ წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

5 თებერვალი, 2024 • 650
ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული EU-ის დროშის დაწვისთვის დაკავებული „ალტ-ინფოს“ წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ალტ ინფოს“ წევრი ლაშა შარუხია, რომელმაც მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.

შარუხიასთვის პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის გადაწყვეტილება მოსამართლე რეზო ნადოიმ მიიღო.

ლაშა შარუხია მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით გასული წლის 16 დეკემბერს დააკავეს. შარუხიას დაკავებას მოჰყვა ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი „ალტ ინფოს“ მომხრეთა სოლიდარობის აქცია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშები დაწვეს. აქციაში სასულიერო პირები, მათ შორის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც ჩაერთო.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი