ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შემცირების გამო გრაფიკი წესდება

1 თებერვალი, 2024 • 871
რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შემცირების გამო გრაფიკი წესდება

რუსეთიდან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით დღეიდან აფხაზეთში  შეზღუდვები ამოქმედდა, წერს apsadgil.info.

აფხაზური გამოცემის თანახმად, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო დაწესდა შეზღუდვები გრაფიკთან დაკავშირებით მთელი აფხაზეთის მასშტაბით – გრაფიკის განრიგი კი რუსეთიდან ყოველდღიური მიწოდების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. 

აფხაზეთში, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ენეგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულად მცირდება, ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკთან დაკავშირებული შეზღუდვები წესდება. აფხაზური მხარის თანახმად, დანაკლისის შევსება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტით ხდება, რაშიც აფხაზური მხარე ფულს იხდის. ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთს ელექტროენერიგიისთვის რუსეთის წინაშე საკმაოდ სოლიდური ფინანსური დავალიანება აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი