ახალი ამბები

რუსებმა კიევი, ხარკოვი და დნიპრო დაბომბეს – დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი

23 იანვარი, 2024 •
რუსებმა კიევი, ხარკოვი და დნიპრო დაბომბეს – დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი

23 იანვრის დილით რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა, სულ მცირე, ორმოცი ადამიანი, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

უკრაინის შსს-ს ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ხანძარია კიევის რამდენიმე რაიონში და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა – საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

კიევსა და დნიპროში დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. ხარკოვში კი რაკეტები ორ მრავალსართულიან სახლს მოხვდა, რასაც ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთი, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფაქტობრივად ყოველდღე ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, რასაც მშვიდობიან მოქალაქეთა სიცოცხლე ეწირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი