ახალი ამბები

“ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო” – გახარია

22 იანვარი, 2024 •
“ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო” – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს.

“არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ მარტო”, – ამბობს გახარია ინსტაგრამის ოფიციალური გვერდით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

ამავე თემაზე:

“პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი