ახალი ამბები

კაცს, რომელმაც 13 წლის ნათესავი გოგო გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

22 იანვარი, 2024 • 1960
კაცს, რომელმაც 13 წლის ნათესავი გოგო გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელმაც 13 წლის გოგო გააუპატიურა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უწყება მოითხოვს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატუმრიბა შეეფარდოს.

ცნობილია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი გოგონას ბიძაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაცი ნათესავებმა დაჭრეს, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა 18 იანვარს გურჯაანში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი