ახალი ამბები

იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

22 იანვარი, 2024 • 721
იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

4 ადამიანი დააკავეს იტალიაში, პიზაში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ჩხუბის საქმეზე, რომელსაც 25 წლის ტუნისელის მკვლელობა მოჰყვა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი ქართველია, სამი — ტუნისელი.

აღნიშნულ პირთა დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დანაშაულიდან 24 საათში, მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს ერთი მოქალაქე. გამოძიების თანახმად, ამ დროისთვის ჩხუბის ყველა მონაწილე დაკავებულია, თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, მკვლელობაზე პასუხისმგებლობას სამართალდამცავები თავდაპირველად დაკავებულ ქართველს აკისრებენ.

27 წლის ილეეს ამრი, წარმოშობით ტუნისელი, 5 იანვარს მოკლეს. მის მკვლელობაში საქართველოს 32 წლის მოქალაქეა ბრალდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი