ახალი ამბები

USAID პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

21 იანვარი, 2024 • 1926
USAID პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაწუყებელი ავრცელებს ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით საქართველოს საკეთილდღეოდ მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად.

ამასთან, USAID აღნიშნავს, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

„აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაწუყებელი ავრცელებს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:  შალვა პაპუაშვილი ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ ამჯერად USAID-ს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი