გაეროს 65–ე პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20–სა და 23 სექტემბერს სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია ნიუ–იორკში მიხეილ სააკაშვილის ხემძღვანელობით უკვე ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან და ასევე შეხვდება ინვესტორებსა და ბიზნესმენებს.
პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ბანძელაძის თქმით, სააკაშვილი გაროს სესიაზე პირველად 20 სექტემბერს წარსდგება.