ახალი ამბები

წერეთლის გამზირზე მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

17 იანვარი, 2024 • 897
წერეთლის გამზირზე მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “თბილისი ენერჯიში” დაუდასტურეს. კომპანიაში ამბობენ, რომ ავარიული გათიშვაა და ამ ეტაპზე ითვლიან, რამდენ აბონენტს შეექმნა პრობლემა.

მათი თქმით, როგორც კი დაზუსტდება პრობლემის მიზეზი და გაზის მიწოდების აღდგენის დრო, მაშინვე მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას.


წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

დღეს, 17 იანვარს, დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ოთხ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება. მერიას პირობას დებს, რომ გამზირის სამანქანო ნაწილი იანვრის ბოლომდე გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი