ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი და მანაგუა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

16 იანვარი, 2024 • 1936
ცხინვალი და მანაგუა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ელჩი ნიკარაგუაში ნარიმ კოზაევი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეხვედრებს მართავს.

დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, მანაგუაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრთან და ასევე ინვესტიციების, ვაჭრობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ნიკარაგუას პრეზიდენტის მრჩეველთან.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის [ისევე, როგორც აფხაზეთის] აღიარების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელმა, ნაურუმ, ტუვალუმ, სირიამ. შესაბამისად, სოხუმი და ცხინვალი მოსკოვის დახმარებით მათთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის გარღმავებაზე საუბრობენ.

არძინბას მადლობა სირიას, ნიკარაგუას, ლაოსს, სუდანს, ზიმბამვეს, ვიეტნამს, რუსეთს და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი