ახალი ამბები

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

14 იანვარი, 2024 • 1936
ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.


14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.

ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რესპუბლიკის გამოცხადება, ისე დევნილობა და ხელახალი დამოუკიდებლობა.

როგორ იქმნებოდა საქართველოს დროშები, რა გზა გაიარეს მათ, ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი