ახალი ამბები

სახელმწიფო დროშა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა- ღარიბაშვილი

14 იანვარი, 2024 • 689
სახელმწიფო დროშა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა- ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დროშა უმთავრესი ეროვნული სიმბოლოა და „ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა“.

„დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.


ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რესპუბლიკის გამოცხადება, ისე დევნილობა და ხელახალი დამოუკიდებლობა.

როგორ იქმნებოდა საქართველოს დროშები, რა გზა გაიარეს მათ, ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი