ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის

12 იანვარი, 2024 • 1124
თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და პოლონური კომპანია MESKO S.A-ს წარმომადგენლების შეხვედრისას გაფორმდა.

„საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმაა სევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.

მოგვიანებით ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი