ბოლნისში მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი არასრულწლოვანი.

შემთხვევა დღეს, 8 იანვარს, მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია Aktual.ge წერს, არასრულწლოვნები გზის პირას ბოსტნეულს დედებთან ერთად ყიდდნენ. მედიის ცნობით,  დაშავაბულია ერთი მშობელიც.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.