სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ელიტარული ძალების, რადვანის, უფროსი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters- წყაროებზე დაყრდნობით ასახელებს ჰეზბოლას დაღუპული მეთაურის ვინაობასაც. მედიის ცნობით, დაღუპული ვისამ ალ-ტავილია, რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.

მედიის ცნობით, ვისამ ალ-ტავილი და ჰეზბოლას კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ლიბანის ერთ-ერთ სოფელში მათ მანქანას რაკეტა მოხვდა.

მომხდარის შესახებ ისრაელის მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.