ახალი ამბები

ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს – ღარიბაშვილი

6 იანვარი, 2024 • 1183
ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყველასთვის, ვინც გულითა და სულით ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას!”, – წერს ღარიბაშვილი.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. 

დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი