ახალი ამბები

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ქარელში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა

5 იანვარი, 2024 • 4471
ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ქარელში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი