ახალი ამბები

ქვათაცვენისა და კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილია ზუგდიდი-მესტიის გზა

4 იანვარი, 2024 •
ქვათაცვენისა და კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილია ზუგდიდი-მესტიის გზა

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან ჩამოწოლილი კლდოვანი მასის გამო ჩაკეტილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზა. გზის ამ მონაკვეთზე გახშირებულია ქვათაცვენაც.

გზა გუშინ, 3 იანვარს, საღამოს საათებში ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზა დილის 8 საათზე უნდა გახსნილიყო, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

საავტომობილო გზის ამ მონაკვეთის ორივე მხრიდან მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათია გზის გახსნას ელოდებიან. მათი თქმით, გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ და მხოლოდ ადგილზე მისულებმა გაიგეს ქვათაცვენის საფრთხის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი