ახალი ამბები

უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ – შიკორსკი

3 იანვარი, 2024 •
უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ – შიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ბოლო თავდასხმებს პასუხი ვლადიმერ პუტინისთვის „გასაგებ ენაზე“ უნდა გაეცეს.

„უკრაინაზე ბოლო თავდასხმას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პუტინისთვის გასაგებ ენაზე: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღის დამზადება ვერ შეძლოს და კიევისთვის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების მიცემით, რაც მას საშუალებას მისცემს გაშვების ადგილები და სამეთაურო ცენტრები გაანადგუროს“, – წერს შიკორსკი X-ზე.


2024 წელი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებით დაიწყო. გუშინ, 2 იანვარს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი, კიევი და სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი დაბომბა. The Guardian-ის ცნობით, გარდაიცვალა 5, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი