ახალი ამბები

საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია – ზურაბიშვილი რუსეთის საახალწლო თავდასხმებზე

3 იანვარი, 2024 • 1745
საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია – ზურაბიშვილი რუსეთის საახალწლო თავდასხმებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმებს ეხმაურება და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

„ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.

ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, – წერს სალომე ზურაბიშილი X-ზე.


2024 წელი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებით დაიწყო. გუშინ, 2 იანვარს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი, კიევი და სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი დაბომბა. The Guardian-ის ცნობით, გარდაიცვალა 5, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი