ახალი ამბები

საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა – ლანდსბერგისი ბიჭვინთაზე

29 დეკემბერი, 2023 • 1649
საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა – ლანდსბერგისი ბიჭვინთაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას.

როგორც ლანდსბერგისი აცხადებს, ეს არის როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე, გაეროს წესდების და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, – აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.


ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

“ბიჭვინთა” რუსეთს გადაეცემა – დე ფაქტო პარლამენტმა დილის 6-ზე გადაწყვეტილება მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი