ახალი ამბები

მყინვარწვერზე დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

27 დეკემბერი, 2023 • 1428
მყინვარწვერზე დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

მყინვარწვერზე დაკარგულ კაცს სამი დღეა ეძებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი