ახალი ამბები

მყინვარწვერზე დაკარგულ კაცს სამი დღეა ეძებენ

26 დეკემბერი, 2023 • 1067
მყინვარწვერზე დაკარგულ კაცს სამი დღეა ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი დღეა ეძებენ მყინვარწვერზე დაკარგულ ადამიანს.

“ნეტგაზეთს” ინფორმაციით, კაცი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო ასული, 23 დეკემბრის შემდეგ კი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

ცნობილია, რომ მაშველების გარდა კაცს მოხალისეობრივად ეძებენ სხვა მთამსვლელებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი