ახალი ამბები

საჯარო სამსახურებში მუშაობა 8 იანვრიდან განახლდება

25 დეკემბერი, 2023 • 1341
საჯარო სამსახურებში მუშაობა 8 იანვრიდან განახლდება

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ განისაზღვრა 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის[პარასკევის] ჩათვლით დღეები.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი