ახალი ამბები

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება – გარემოს სააგენტო

24 დეკემბერი, 2023 • 4761
ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი  26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.

სააგენტოს განცხადებით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი