დღეს სასტუმრო ,,სიმპათიაში” ტყვიის სროლის ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – გიორგი უდესიანი იყრიდა კენჭს. ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ანუ 29 დელეგატმა ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით გიორგი უდესიანი აირჩია.
არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი უდესიანმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ვარკეთილში ახალი სპორტკომპლექსის აშენებას გეგმავს, სადაც სპორტსმენები სროლის სხვადასხვა სახეობაში მოემზადებიან.
საქართველოს ტყვიის ფედერაციას 2008 წლიდან დავით ქარსელაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2 თვის წინათ, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დატოვა პრეზიდენტის პოსტი.







