ახალი ამბები

„თქვენ ყველას უყვარხართ“ — ორბანი საქართველოზე

14 დეკემბერი, 2023 • 970
„თქვენ ყველას უყვარხართ“ — ორბანი საქართველოზე

„თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით.

„საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა.

უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზეა დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

„ამიტომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი ახლა არ არსებობს. ამ საკითხს უკრაინის მიერ პირობების შესრულების შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ“, — განაცხადა ორბანმა.

14-15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.

უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით, თუ უნგრეთი უკრაინას დაბლოკავს EU-ს გზაზე, ეს შეაფერხებს გაფართოების პროცესში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანასაც, მათ შორის საქართველოსაც.

რა მოხდება, თუ უნგრეთი EU-ში უკრაინის საკითხს დაბლოკავს

მასალების გადაბეჭდვის წესი