ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრის ცნობით, დიალიზის, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური, დიაბეტის პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა აფხაზებისა და ოსებისთვის

13 დეკემბერი, 2023 • 1145
მინისტრის ცნობით, დიალიზის, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური, დიაბეტის პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა აფხაზებისა და ოსებისთვის

შერიგების  სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისისთვის “უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა და ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების სათანადო ფუნქციონირების და მათი შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად”.

 “ჯანდაცვის კუთხით, რეფერალური სახელმწიფო პროგრამის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან ერთად, გრძელდება აფხაზეთის რეგიონის დახმარება სათანადო მედიკამენტებითა და ვაქცინებით.

სიახლეს რაც წარმოადგენს – წელს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცვლილებები განხორცილდა საქართველოს მთავრობის 3 დადგენილებაში, რის შედეგადაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, იქნება ეს ც-ჰეპატიტის, დიალიზის, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მომსახურების, დიაბეტის თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით ჩვენ მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა პარლამენტში 12 დეკემბრის გამოსვლის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი