რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში #137-ე საბავშვო ბაღის ფიზკულტურის მასწავლებელსა და დირექტორს სამსახურიდან წასვლა მოუწიათ. როგორც განათლების საქალაქო სამმართველოში განაცხადეს, „დაუშვებეული სიტუაციის გამო“.
მასწავლებლისა და დირექტორის გადადგომის მიზეზი გახდა შეჯიბრის შემდეგ ბავშვებისთვის გადაცემული სიგელები. რუსულის ნაცვლად, მათზე უკრაინული გერბი და დროშა აღმოჩნდა, წერს „მედუზა“.
სიგელები მალევე ამოიღეს და დაიწყეს მომხდარი გარემოებების კვლევა, ამბობენ უწყებაში. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა თანამშრომელთან ჩავატარებთ გასაუბრებას. აგრეთვე გაიმართება რუსეთის სიმბოლიკის ცოდნის გამოცდები“, – განაცხადა სამმართველოს წარმომადგენელმა.
მომხდარს ქალაქის მერი სერგეი კრავჩუკიც გამოეხმაურა. სწორედ მან თქვა, რომ დირექტორმა და მასწავლებელმა, გააცნობიერეს რა პასუხისმგებლობა მომხდარის გამო, სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადებები. მერმა ბოდიში მოუხადა ბაღის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვიტა, დამატებითი ღონისძიებები გაატაროს ქალაქის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში “პატრიოტული აღზრდისთვის”.