უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტი თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან შეხვედრით დაიწყო. 

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

 

 

დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც.  სამშაბათს დილით ზელენსკი სენატორებს სიტყვით მიმართავს. 

ეს უკრაინის პრეზიდენტის მესამე ვიზიტია აშშ-ში მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.