ახალი ამბები

ვტოვებ ენმ-ს, რადგან ახალი მოძრაობის დროა – დოლიძე

11 დეკემბერი, 2023 • 663
ვტოვებ ენმ-ს, რადგან ახალი მოძრაობის დროა – დოლიძე

ბაჩო დოლიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.

ბაჩო დოლიძე, რომელიც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თანამოაზრეა, ამბობს, რომ ახლა ახალი მოძრაობის დროა.

„წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ, თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.


საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს. პარტია დატოვეს, მათ შორის, ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, და არაერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოების დეპუტატებმა.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი