ახალი ამბები

სამტრედიაში ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

8 დეკემბერი, 2023 •
სამტრედიაში ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

სამტრედიაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი