ახალი ამბები

ხობის საკრებულოში ენმ 11-დან 10-მა დეპუტატმა დატოვა

6 დეკემბერი, 2023 • 885
ხობის საკრებულოში ენმ 11-დან 10-მა დეპუტატმა დატოვა

ხობის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის 11 დეპუტატიდან 10-მა პარტია დატოვა, იტყობინება გვერდი „ძალა ერთობაშია“, რომელსაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდი მართავს.

დეპუტატებმა თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში მიმდინარე პროცესები – „არაჯანსაღი მოვლენები“ დაასახელეს. მათი განცხადებით, პარტია ასცდა იმ იდეას, რომლის გარშემოც ისინი იყვნენ გაერთიანებულნი.

„ნაციონალური მოძრაობიდან ხობის საკრებულოს თერთმეტი წევრიდან, ათმა და რაიონული ორგანიზაციის მებრძოლ ადამიანთა სრულმა უმრავლესობამ გადავწყვიტეთ, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ პარტია“, – თქვეს მათ ბრიფინგზე.

დეპუტატების მოსაზრებით, „არაჯანსაღი მოვლენების“ შედეგი პარტიაში ღირსეული ადამიანების გვერდზე გაწევამ  გამოიწვია.

ხობის საკრებულოს დეპუტატები არ არიან პირველნი, ვინც ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ასევე მოიქცნენ ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოებში წარმოდგენილი დეპუტატებიც.

რამ, როგორ და ვინ გამოიწვია კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“, წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი