ახალი ამბები

პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს – ზურაბიშვილი ევრომაიდანზე

21 ნოემბერი, 2023 • 1636
პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს – ზურაბიშვილი ევრომაიდანზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ევრომაიდნის 10 წლისთავს ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, ევრომაიდნი უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს საქართველოსა და მოლდოვისთვისაც.

„პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს. 2023 წელს 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპულ ოჯახში ერთიანდებიან“, – წერს ზურაბიშვილი პლატფორმაც X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

მაიდნის მოვლენები კიევში 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. მომიტინგეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. დემონსტრანტები ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასა და იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. ევრომაიდანზე 2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა და 100-მდე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი