ახალი ამბები

ქართველი ხალხის ნებაა ევროპასთან ყოფნა და არა – რუსეთთან – ესტონეთის პრემიერი

21 ნოემბერი, 2023 • 999
ქართველი ხალხის ნებაა ევროპასთან ყოფნა და არა – რუსეთთან – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ხედავს, რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა – რუსეთთან.

ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რუსეთისთვის ყველა „რუხი ზონა“ კონფლიქტის წყაროა და არ სურს, რომ ასეთი ქვეყნები ხელიდან გაუშვას.

„ევროკომისია გამოვიდა ამ წინადადებით საქართველოსთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა – რუსეთთან.

ყველა ეს „რუხი ზონა“ კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი