ახალი ამბები

ზელენსკი: რუსეთს ბალკანეთში ომის გაჩაღება სურს

17 ნოემბერი, 2023 •
ზელენსკი: რუსეთს ბალკანეთში ომის გაჩაღება სურს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს ინფორმაცია რუსეთის გეგმებზე, ომი გააჩაღოს ბალკანეთის ქვეყნებს შორის.

როგორც უკრაინული მედიასაშუალება nv.ua წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ უთხრა აფრიკული მედიის წარმომადგენლებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ რუსეთი და მოსკოვის მოკავშირე ირანი დგანან ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის უკან და შეიძლება, მალე რუსეთმა სხვა წერტილშიც გააღვივოს კონფლიქტი.

„ყურადღება მიაქციეთ ბალკანეთს. დამიჯერეთ, ახლა ინფორმაციას ვიღებთ. რუსეთს დიდი გეგმა აქვს – ახლო აღმოსავლეთი, მერე ბალკანეთი. თუ პარტნიორები ახლა არაფერს გააკეთებენ, კვლავაც იქნება აფეთქება, და ეს რამე ახალი არაა. მათ [ბალკანეთის] ქვეყნების ურთიერთობებში საკმაო ხანია კრიზისია. ამიტომ რუსეთი შეეცდება, ერთი ბალკანური ქვეყანა მეორეს ეომოს“, – განაცხადა მან.

1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლა ფედერაციის ყოფილ წევრებს შორის შეიარაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური წმენდების ფონზე მოხდა. ვითარება ახლაც დაძაბულია სერბეთსა და კოსოვოს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი