ახალი ამბები

“ყველა ადამიანის პირადი საქმე მე ვერ მეცოდინება” – დარახველიძე მალეტზე

13 ნოემბერი, 2023 • 1327
“ყველა ადამიანის პირადი საქმე მე ვერ მეცოდინება” – დარახველიძე მალეტზე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მისი თქმით, ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება.

“საქართველოს საზღვარს კვეთს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი. ყველა ადამიანის პირადი საქმე მე ვერ მეცოდინება. არ მოხდა ქვეყანაში დაშვება და შესაბამისი პროცედურები ხორციელდება. არ ვიცი ზუსტად დეტალები”, – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

ბენ მალეტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პიარკონსულტანტია. მისი ქვეყანაში არშემოშვების შესახებ ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.

ამ თემაზე:

ენმ-ის ბრიტანელი პიარკონსულტანტი ქვეყანაში არ შემოუშვეს – ხაბეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი